20 წლის მეწარმე ლუკა ავჭალელი მარაბდაში, ასურეთში, ჯორჯიაშვილსა და მიმდებარე სოფლებში ფერმერებს მექანიზაციის სრულ სერვისს სთავაზობს, რომელიც ხვნას, თესვას, მორწყვას, თიბვას და თივის დაპრესვას გულისხმობს.
ახალგაზრდა მეწარმესთან თანამშრომლობა ფერმერებისთვის, რომლებიც სიმინდის, იონჯის, მაყვლის და ჟოლოს მოყვანა-რეალიზაციას ეწევიან და აქვთ სასათბურე მეურნეობები, განსაკუთრებით ხელსაყრელია, რადგან ლუკა სპრინკლერის სისტემის გამოყენებით ინოვაციურ და ეფექტურ სარწყავ სერვისს სთავაზობს მათ. ეს ტექნიკა მიმდებარე სარწყავი არხების გამოყენებით დაქანებულ და ციცაბო რელიეფებზე მორწყვის საშუალებას იძლევა. ზედაპირულ მორწყვასთან შედარებით, სპრინკლერი სისტემა არა მხოლოდ ზრდის ნიადაგის ნაყოფიერებას და მოსავლიანობას, არამედ ზოგავს წყლის მოხმარებას 15-30%-ით. მორწყვის პროცესში ნაკვეთზე სასუქების შეტანაც შესაძლებელია.
სერვისების სრული ჩამონათვალი:
• არხის მჭრელი მოტობლოკის გაქირავება
• არხის მჭრელი მოტობლოკით მომსახურება
• სწრაფჩამკეტი მილების გაქირავება დღიურად
• მაღალი წნევის ტუმბოს გაქირავება დღიურად
• სპრინკლერების გაქირავება დღიურად
• ირიგაციით მომსახურება ფართობის მიხედვით
სერვისების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით ლუკა ავჭალელს მითითებულ ნომერზე: +995 598 18 88 98
მცირე ბიზნესები