22 წლის შოთა ხითაროვი ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალეში ოჯახთან ერთად ცხოვრობს. შოთას მცენარეები და მათზე ზრუნვა დედამ შეაყვარა, თამილა ხითარიშვილი ბავშვობიდან აფესვიანებდა და ახარებდა ვარდებს საკუთარ ეზოში. დროთა განმავლობაში ეს ჰობი საყვარელ საოჯახო საქმიანობად იქცა.
შოთას და თამილას ღია გრუნტზე წლების განმავლობაში მოჰყავთ სხვადასხვა ჯიშის ვარდი და ჩითილები, რომელთა რეალიზაციას ახორციელებენ ადგილობრივ ბაზარზე.
2023 წელს შოთას ოჯახმა ორი ყვავილების თანამედროვე სათბური ააშენა, რამაც ოჯახს ზამთარ-ზაფხულ ვარდების გაზრდა-გაყიდვის შესაძლებლობა მისცა.
შოთა და თამილა მომხმარებელს თაიგულების დამზადებასაც სთავაზობენ. მათ ასაწყობად ნაირ-ნაირი კალათებს, შესაფუთ ფერად ქაღალდებს, დეკორატიულ მარადმწვანე მცენარეებს და რა თქმა უნდა სათბურში გაზრდილ სხვადასხვა ჯიშისა და ფერის ვარდს იყენებენ. თამოს თაიგულის აწყობა ნებისმიერ დროს სწრაფად და ეფექტურად შეუძლია.
ვარდის ჩითილებისა და თაიგულების შესაძენად ეწვიეთ ფეისბუქ ჯგუფს:
https://www.facebook.com/groups/858891251876187
ან დარეკეთ მითითებულ ნომერზე: +995 574 15 56 57
მცირე ბიზნესები