დავით პუხაევი და მისი მეუღლე თიკო ქალაქ ვალედან, უკვე 7 წელია ყავის საბითუმო დისტრიბუციის ბიზნეს უძღვებიან. უმაღლესი ხარისხის ყავის მარცვალი დედაქალაქიდან და უცხოეთიდან შემოაქვთ და სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით მდებარე სუპერმარკეტებში, კაფეებსა და ბარებში აბარებენ.
კოვიდ-19-ის პანდემიის პერიოდში, როდესაც მუშაობა მეტ-ნაკლებად შემცირდა და პროდუქციაზე მოთხოვნამ იკლო, საბითუმო შეფუთვების ნაცვლად დათო და თიკო მცირეგრამაჟიანი შეფუთვებს ამზადებდნენ, ‘დათოს ყავის’ ერთგული მომხმარებლები კი მას სახლში აკითხავდნენ პროდუქციის შესაძენად. მომართვიანობის ზრდამ ცოლ-ქმარს გადააწყვეტინა საკუთარი მცირე საწარმო ვალეში გაეხსნათ.
უახლოეს გეგმებში ბიზნესის გაფართოვება და ქალაქ ვალეში ყავახანის გახსნაც შედის, სადაც მსურველებს ‘დათოს ყავის’ დაგემოვნება, თავად დათოს და თიკოს კაფეში შეეძლებათ.
მანამდე კი, ყავის შესაძენად დათოს და თიკოს ამ ნომერზე დაუკავშირდით: +995 598 70 78 96
მცირე ბიზნესები