უნივერსალური სტილისტ-ტექნოლოგი გოარ ჩახოიანი ოცი წლის მანძილზე სწავლობდა და მუშაობდა საზღვარგარეთ მამაკაცთა და ბავშვთა სილამაზის სალონში.
საქართველოში დაბრუნების შემდეგ გოარმა საკუთარი ბიზნესის დაიწყო. 2022 წლის გაზაფხულზე მან ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელი წყრუთში სილამაზის სალონი გახსნა, გაარემონტა და ინდუსტრიის სტანდარტების შესაბამისად აღჭურვა.
გოარ ჩახოიანმა წყრუთის და მიმდებარე სოფლების მოსახლეობას სადალაქო მომსახურება შესთავაზა. აქამდე, სოფელში სალონის არარსებობის გამო ადგილობრივ მოსახლეობას ქალაქებში უწევდა ჩასვლა.
აღსანიშნავია, რომ გოარმა გადასატანი აღჭურვილობაც შეიძინა, რაც საშუალებას აძლევს, მომსახურება გაუწიოს მათ, ვისაც ადგილზე მისვლა არ შეუძლია. გოარი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს სახლის პირობებში ემსახურება.
ვიზიტის შესათანხმებლად დაუკავშირდით გოარ ჩახოიანს ნომერზე: +995 571 03 09 17
მცირე ბიზნესები