დურმიშხან აბულაძემ წალკის მუნიციპალიტეტში ბაზრის შესწავლის შედეგად დაადგინა ენერგოეფექტური კარ-ფანჯრების საჭიროება და მეტალო-პლასტმასის საამქრო გახსნა.
CDI-7-ის გრანტით, დურმიშხანმა საამქრო საჭირო დანადგარებით აღჭურვა, როგორიცაა პლასტმასის შესადუღებელი უთო, ტიხრის ფრეზი, ხერხი და სხვა სპეციალიზებული ხელსაწყოები. ამ ინვესტიციამ დურმიშხანს მისცა შესაძლებლობა, აწარმოოს ორმაგი შუშის პაკეტები და ენერგოეფექტური კარ-ფანჯარა, რაც მომხმარებელს კომუნალური ხარჯების შემცირებაში ეხმარება.
ადგილობრივი წარმოების წყალობით, დურმიშხანის კომპანია „დუდა“ მომხმარებლებს უკეთეს ფასებსა და სწრაფ მომსახურებას სთავაზობს. დურმიშხანის გრძელვადიანი მიზანია ალუმინის კარ-ფანჯრის წარმოება და საჯარო სექტორთან თანამშრომლობა, რაც დურმიშხანის ბიზნეს კიდევ უფრო გააფართოვებს, რაც მეტი ადგილობრივი მუშახელის დასაქმების შესაძლებლობას გააჩენს.
მომსახურების მისაღებად დაუკავშირდით კომპანიას „დუდა“: +995 551 11 62 34
მცირე ბიზნესები