სახელი : ნატურალური თაფლი

55 წლის გია ბერიძე სოფელ წინწყაროში მეფუტკრეობით 2017 წლიდანაა დაკავებული. გიას თაფლი ალპური თვისებებითა და უნიკალური გემოთი გამოირჩევა. ის პოპულარობით სარგებლობს როგორც ადგილობრივ, ისე დიდ ბაზრებზე.

გარდა ამისა, 2025 წლის გაზაფულზე, გია ბერიძე იწყებს ისეთი პროდუქტების წარმოებას, როგორიცაა ფუტკრის რძე და დინდგელი.

გამოკვლევებით დადგენილია, რომ ფუტკრის რძე კომპლექსური და მდიდარი შედგენილობის პროდუქტია, მდიდარია ცილებით, ნახშირწყლებით, ცხიმებით, ვიტამინებით, ორგანული მჟავებით, ამინომჟავებით. მინერალური ნივთიერებებიდან ფუტკრის რძე შეიცავს კალიუმის მარილებს, კალციუმს, ფოსფორს, მაგნიუმს, რკინას, გოგირდს, ოქროს, ვერცხლს. ფუტკრის რძე გამოიყენება გულსისხლძარღვთა, ათეროსკლეროზის, საჭმლის მომნელებელი სისტემის, ბრონქული ასთმის, ნევროზის, სტენოკარდიის დროს. თაფლთან შერეული ფუტკრის რძე კარგი საშუალებაა კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დაავადების სამკურნალოდ.

დინდგელს კი გააჩნია ბაქტერიოციდული, ფუნგიციდური, ანესთეზიური, ანთებადი პროცესების საწინააღმდეგო მოქმედება, ხელს უწყობს ჭრილობების ეპითელიზაციას, დადებითად მოქმედებს კანის დაავადებათა დროს. ასევე დადებითად მოქმედებს თირკმელზედა ჯირკვალზე და ჰიპოფიზზე, რითაც ხელს უწყობს ჰორმონების გამომუშავებას.

შესაძენად დაუკავშირდით ნომერზე: +995 591 05 83 32

სრულად ჩვენება მაჩვენე ნაკლები

მცირე ბიზნესები