სახელი : კომპანია "ჩვენი"

სულ რაღაც 19 წლის ასაკში, ნიკოლოზ გაჩეჩილაძემ საკუთარი ოჯახის ტრადიციული ქართული სამზარეულოსადმი სიყვარული სხვა თვალით დაინახა. ის, რაც სოფელ ზიკილიაში მოკრძალებული საწარმოს იდეით დაიწყო, სულ მალე წარმატებულ საოჯახო ბიზნესად იქცა.

კომპანია “ჩვენი” მდიდარი კულინარიული ტრადიციებით გაჯერებულ, უმაღლესი ხარისხის ხორცპროდუქტების ნახევარფაბრიკატებს აწარმოებს. კომპანიამ პოპულარობა სამცხე-ჯავახეთისა და დასავლეთ საქართველოს რეგიონებში სწრაფად მოიპოვა.

ნიკოლოზმა ბრენდის ლოგოდ საქართველოს რუკა შეარჩია, რითიც პროდუქტის ადგილობრივი წარმომავლობას გაუსვა ხაზი. ხორცპროდუქტები საგულდაგულოდ, ინდივიდუალურად იფუთება, მას ეკვრება ეტიკეტი, რომელზევ მითითებულია ინგრედიენტები და HACCP სერთიფიკატი, რაც საკვების უსაფრთხოებისა და ხარისხის გარანტის მანიშნებელია.

ის, რაც ნიკოლოზ გაჩეჩილაძის პროდუქციას  ადგილობრივი თუ უცხოეთიდან იმპორტირებული პროდუქტისგან გამოარჩევს, არის მისი გადაწყვეტილება ყოველთვის გამოიყენოს ახალი, ადგილობრივ ბაზარზე მოპოვებული ქართული ხორცი და ბუნებრივი ინგრედიენტები.

პროდუქციის შესაძენად დაუკავშირდით კომპანიას „ჩვენი“: +995 599 09 58 09

სრულად ჩვენება მაჩვენე ნაკლები

მცირე ბიზნესები