გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაზარლოში დაახლოებით 5000 ადამიანი ცხოვრობს. ეს მხარე სასოფლო-სამეურნეო მიწების დამუშავებითა და სათბურების სიმრავლითაა ცნობილი. სოფელი მუნიციპალიტეტის ცენტრისგან დაშორებულია, ამიტომ მოსახლეობას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხების გადასაჭრელად შორ მანძილზე უწევს გამგზავრება.
2023 წელს, გულანთებულმა და თავდადებულმა სტომატოლოგმა, ეტიბარ ისკანდიროვმა, თანასოფლელებისთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემის მოგვარება დაისახა მიზნად. მან, ცენტრალურ გზაზე, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისი სტომატოლოგიური კლინიკა დააარსა.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა ეტიბარმა, უმაღლესი განათლების მიღებისა და პროფესიული გამოცდილების დაგროვების შემდეგ, თბილისში დაწყებული წარმატებული კარიერა შეწყვიტა და ფესვებს დაუბრუნდა. ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებით ეტიბარმა საკუთარი და გარდაბანის მოსახლეობის ცხოვრება შეცვალა. სოფლების ნაზარლოს, ვახტანგისის, ქესალოსა და ჯანდარის მოსახლეობას, წლების განმავლობაში, რაიონულ ცენტრში უწევდათ სტომატოლოგიური სერვისების მისაღებად ჩასვლა და რიგში დგომა. ეტიბარმა მისი ოჯახის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე კლინიკა ააშენა, რითიც უამრავ ადამიანს დაუზოგა დრო, მანძილი და ფინანსები.
მომხმარებლის მრავალფეროვანი საჭიროებებიდან გამომდინარე, ეტიბარის კლინიკა გათვლილია ყველა ასაკის პაციენტისთვის - ბავშვებისთვის, რომლებიც საჭიროებენ რუტინულ შემოწმებას, ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც სურთ ვიზუალურ - ესთეტიკური მხარის გაუმჯობესება, თუ ხანდაზმული პაციენტებისთვის, რომლებსაც ყოვლისმომცველი სტომატოლოგიური მკურნალობა ესაჭიროებათ. გადაუდებელი დახმარების შემთხვევაში, კლინიკა პაციენტებს გვიან ღამემდე ემსახურება.
მომსახურების მისაღებად დაუკავშირდით ნომერზე: +995 599 98 94 92
მცირე ბიზნესები