გაიცანით ზურაბ ვანაძე, ახალგაზრდა მასწავლებელი, გიდი და ახლა უკვე ბიზნესმენი. ოცნების რეალობად ქცევა 29 წლის ასაკში გადაწყვიტა, ზურამ დიდი ნახტომი გააკეთა და ახალ გამოწვევებს ბიზნესმენის ამპლუაში შეეჭიდა.
„ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივას მეშვიდე ფაზის“ (CDI-7) ეკონომიკური გრანტის მხარდაჭერით, ზურამ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ იმერაში ცენტრალური გზის პირას სწრაფი კვების ობიექტი გახსნა.
დაწესებულებას მისი ადგილმდებარეობა, ხარისხსა და მრავალფეროვნებაზე ორიენტირებულობა გამოარჩევს. დაშბაშის ხიდის ფორმის ხაჭაპურით დაწყებული, ტრადიციული იმერული ხაჭაპურითა და კუბდარით გაგრძელებული - ზურაბ ვანაძის კვების ობიექტი რაღაც განსაკუთრებულს ნებისმიერ სტუმარს სთავაზობს.
ზურამ ობიექტი თავიდანვე პრემიუმ კლასის მოსასვენებელ ზონად დააპროექტა. დაწესებულება აღჭურვილია თანამედროვე სამზარეულო ტექნიკით, ახლად აშენებული სველი წერტილითა და პარკინგის ზონით. ის აცნობიერებს კომფორტის აუცილებლობას და ახლომდებარე სოფლების მოსახლეობას მიტანის სერვისსაც სთავაზობს.
შესაკვეთად დარეკეთ ნომერზე:ნ +995 577418676
მცირე ბიზნესები