სახელი : სამკერვალო "ტრუსილვანია"

30 წლის ელენე ბერიძე ბავშობიდან აქტიური ადამიანია, ყოველთვის განსხვავებული იდეებითა და ინიციატივებით გამოირჩეოდა. უნივერსიტეტში სწავლის პარალელურადაც ტექნოლოგიური მიმართულებით სტარტაპს ავითარებდა.

2020 წელს ერთ წლიანი კვლევის პროცესი დაიწყო. ინფორმაცია შეაგროვა საერთაშორისო ბაზარზე ხელმისაწვდომ ტექნოლოგიებზე, ფერადი ესკიზებისა და დიზაინის მატერიაზე გადატანისა და უნაკერო საცვლების დამზადების გამოცდილებებზე. ამის შემდეგ, ადგილობრივ ბაზარზე ბრენდი “ტრუსილვანია” გამოჩნდა. 

“ტრუსილვანია” ინოვაციური ქართული საცვლების საწარმოა, რომელიც განსხვავებულ და უნიკალურ დიზაინს სთავაზობს მომხმარებელს. “ტრუსილვანიას” საცვლებს, სპორტულ ბიუსტჰალტერებს, საცურაო კოსტუმებს, ხალათებსა და შარფებს ფერადი და სხვადასხვა თემატიკის ილუსტრაციები ამშვენებს. მომხმარებლისთვის “ტრუსილვანიას” სამოსი საუკეთესო სასაჩუქრე შესაძლებლობაა, შეძენის პროცედურა კი მარტივია, ვინაიდან კომპანია ყველა წამყვან ონლაინ პლატფორმაზეა წარმოდგენილი (Facebook, Instagram, E-Commerce, Veli.ge, Extra.ge). https://www.facebook.com/Trusilvania?locale=ka_GE 

სრულად ჩვენება მაჩვენე ნაკლები

მცირე ბიზნესები