სახელი : რკინის საამქრო

ვახტანგ ვარდიაშვილი, ოჯახთან ერთად, მრავალი წელია გარდაბნის მუნიციპალიტეტის ოფელ ახალ სამგორში რკინის საამქროს ფლობს. ოჯახი წლების მანძილზე მცირე შეკვეთებზე მუშაობდა, რკინის დეტალებსა და მარტივ კონსტრუქციებს ამზადებდნენ. 

საქმის ცოდნამ და სიყვარულმა ვახტანგს განვითარების და მომხმარებლისთვის მრავალფეროვანი სერვისების შეთავაზების სურვილი გაუჩინა. 2022 წელს მან თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით 3D მოდელირების კონსტრუქციების დამზადებაც დაიწყო.

შესაბამისი ხელსაწყოები ვახტანგმა CDI-7 საგრანტო კონკურსის ხელშეწყობით შეისყიდა. საამქრომ მეტი პოპულარობა შეიძინა და სახელი მთელი რეგიონის მასშტაბით გაითქვა. შეკვეთას ხარისხიანად და დროულად ამზადებს და ამაყია, რომ კმაყოფილი და ერთგული მომხმარებლები ჰყავს, რომელთაც მომავალში კიდევ უფრო მეტ სიახლეს შესთავაზებს.

სერვისების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ვახტანგ ვარდიაშვილს ტელეფონის ნომერზე: +995 579 77 94 51

სრულად ჩვენება მაჩვენე ნაკლები

მცირე ბიზნესები