სახელი : მარწყვის სათბური

მაია რეხვიაშვილი ცხრა წელია რუსთავში მცირე სასათბურე მეურნეობას ფლობ. თავდაპირველად სათბურში ყვავილებს ახარებდა, თუმცა გამოცდილებამ და ბაზარზე არსებულმა მოთხოვნამ აჩვენა, რომ გაცილებით მომგებიანი იქნებოდა მარწყვის მოყვანა. 

სათბურის მოდერნიზაციისა და შესაბამისი აღჭურვილობით მოწყობისთვის CDI7-ის   საგრანტო კონკურსში მიიღო მონაწილეობა, გაიმარჯვა და ჩანაფიქრიც განახორციელა.

ყოველ წელს მაია 1000-ობით კილოგრამის ოდენობის მოსავალს იღებს, რომლის რეალიზაცასაც ადგილობრივ ბაზარსა და საკონდიტროებში ახდენს. მისი ბიზნესი უფრო და უფრო იზარდება, რადგან მაია მაღალი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა მარწყვს აწარმოებს და მოთხოვნაც მაღალია. 

მარწყვის შეძენის მსურველები დაუკავშირდით მაია რეხვიაშვილს ტელეფონის ნომერზე:  +995 591 32 93 45

სრულად ჩვენება მაჩვენე ნაკლები

მცირე ბიზნესები