მაია შუკვანს კერვა დედამ და ბებიამ შეაყვარეს. ხელსაქმე ბავშვობაშივე ასწავლეს, კერავდა ყველაფერს შვილების, მეზობლების და მეგობრებისთვის. მოგვიანებით, ბალიშების საბნების და ლეიბების განახლებაც დაიწყო. სოფელში და მთლიანად რაიონის მასშტაბით ამ ტიპის მომსახურეობა არ იყო, თუ ვინმეს რაიმე ჰქონდა შესაკერი ან გასაახლებელი ქალაქში უწევდათ წასვლა.
2022 წელს მაიამ გადაწყვიტა ბალიშების, საბნებისა და ლეიბების შეკერვა-განახლების სერვისი შეეთავაზებინა თანასოფლელებისათვის. ამისათვის შეიძინა საჭირო ინვენტარი და საქმესაც შეუდგა. ახლო მომავალში გაფართოვებას გეგმავს, რაც მის ოჯახსაც წაადგება და სოფლის მოსახლეობასაც.
მაია შუკვანთან დასაკავშირებლად აკრიფეთ ტელეფონის ნომერი: +995 551 09 57 73
მცირე ბიზნესები