უდე და არალი ადიგენის მუნიციპალიტეტის უდიდესი სოფლებია, სადაც მოთხოვნა სალონურ მომსახურეობაზე ყოველთვის დიდი იყო, თუმცა სერვისის მიწოდება ვერ ხდებოდა. მოსახლეობას ამ თემაზე ბევრჯერ გამოუთქვამს წუხილი, რამაც ნაზი სარაშვილს უდეში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სილამაზის სალონის გახსნისკენ უბიძგა.
„თანასოფლელთა გამოკითხვის საფუძველზე დავინახე, რომ მსგავსი საქმიანობა მოთხოვნადი და წარმატებული იქნებოდა, არც შევმცდარვარ“- აღნიშნა ნაზი სარაშვილმა.
ბიზნესი 2022 წელს დააფუძნა, ნაზიმ შენობა გაარემონტა, შესაბამისი ინვენტარით აღჭურვა და მომხმარებელს თმის და ფრჩხილების მოვლის სერვისი შესთავაზა. სალონ „სინაზე“-ში პროფესიონალი სტილისტი და მანიკურის სპეციალისტი მუშაობენ, კმაყოფილი კლიენტების რაოდენობა კი წლიდან-წლამდე იზრდება.
სალონური მომსახურებისა და ფასების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისარებად დაუკავშირდით ნაზი სარაშვილს ნომერზე: +995 577 52 74 27
მცირე ბიზნესები