ნიკოლაი ალექსანოვი ბავშვობიდან იყო დაინტერესებული ავტომობილებითა და მათი დაშლა-აწყობით. მეგობრებსა და მეზობლებს ხშირად დახმარებია, მიმართვიანობის სიხშირის ზრდამ ნიკოლაის უბიძგა საყვარელი საქმიანობა ბიზნესად გარდაექმნა. ამ ინიციატივამ სარგებელი მოუტანა როგორც თავად ნიკოლაის, ასევე ავრანლოს მოსახლეობას, მათ სერვისის მისაღებად რაიონულ ცენტრში უწევდათ ჩასვლა, რაც დიდ დროსა და ფინანსებთან იყო დაკავშირებული.
ნიკოლაიმ საჭირო დანადგარები და ხელსაწყოები 2022 წელს შეისყიდა. კმაყოფილი კლიენტების რაოდენობა თვიდან-თვემდე გაიზარდა, რაც მისთვის, როგორც პროფესიონალი ავტომექანიკოსისთვის ყველაზე დიდი ჯილდო აღმოჩნდა.
სერვისების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით ნიკოლაი ალექსანოვს ტელეფონის ნომერზე: +995 599524239
მცირე ბიზნესები