გვანცა ინასარიძე დასთან ერთად უკვე ექვსი წელია სილამაზის სალონს ამუშავებს, სადაც მომხმარებლებს სხვადასხვა სერვისს სთავაზობს: თმის შეჭრა, დავარცხნა, სადღესასწაულო ვარცხნილობების გაკეთება, შეღებვა, მელირება, დაგრძელება და სხვა.
სილამაზის ინდუსტრიაში მოღვაწეობისას მიღებულმა გამოცდილებამ და მოთხოვნამ გვანცას აჩვენა, რომ გარდა სალონური მომსახურეობისა, პარიკებსა და შინინებზე მოთხოვნა გაიზარდა. დებმა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში ბუნებრივი თმისგან ქალისა და მამაკაცის პარიკებსა და შინიონების საწარმო დააფუძნეს.
წარმოების დაწყებისათვის საჭირო ინვენტარი 2022 წელს შეიძინეს და ახლა საკუთარ ბრენდს „ინასარიძეს“ ფლობენ.
ამ ეტაპზე პარიკებს საკუთარ სალონში ჰყიდიან, სამომავლოდ ნაწარმის ისრაელში, აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში ექსპორტზე გატანასაც გეგმავენ.
ვიზიტზე ჩასაწერად დაუკავშირდით გვანცა ინასარიძეს ნომერზე: +995 598 89 92 28
ან ან ესტუმრეთ ფეისბუქ გვერდს: https://www.facebook.com/gvanca.inasaridze
მცირე ბიზნესები