0 საწარმო
0 გრანტი
0 მეწარმე

ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა

დონორი: პროექტი „ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა" (CDI-7) ინიცირებული და დაფინანსებულია bp-სა და მისი პარტნიორების მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და სამხრეთ კავკასიის მილსადენების კომპანიებში (BTC/SCP).

პროექტის ხანგრძლივობა: იანვარი 2022 - დეკემბერი 2025

პროექტის სამიზნე არეალი: bp-ს და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) და სამხრეთ კავკასიური მილსადენის (SCP) გასწვრივ მდებარე 98 თემი, გარდაბნის, მარნეულის, რუსთავის, წალკის, თეთრიწყაროს, ადიგენის, ახალციხის და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში.

პროექტის მიზანი: bp-ს და BTC/SCP მილსადენების  გასწვრივ მცხოვრებ მოსახლეობას შორის   ჰარმონიული ურთიერთობის გაღრმავებაა,  მათთვის სტაბილური საარსებო პირობების გაუმჯობესების,  სოციალურ-ეკონომიკური განვითარების და გარემოს დაცვითი ღონისძიებების ხელშეწყობის გზით.

 პროექტის 3 ძირითადი კომპონენტია:

• სოციალური კომპონენტი ხელს შეუწყობს სამოქალაქო სტრუქტურების გაძლიერებას, გაზრდის მოსახლეობის ჩართულობას თემის საჭიროებაზე მორგებული ინიციატივების განხორციელებაში, რაც საბაზისო სოციალურ სერვისებზე წვდომის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს;

• ეკონომიკური კომპონენტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები ითვალისწინებს მცირე ბიზნესის და სოფლის მეურნეობის ღირებულებათა ჯაჭვის გაძლიერებას, შემოსავლების და დასაქმების შესაძლებლობების გაზრდას;

• გარემოსდაცვითი კომპონენტი უზრუნველყოფს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას გარემოსდაცვით რისკებზე და ხელს შეუწყობს მდგრადი მართვის მეთოდების დანერგვას.

CDI-7-ის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობები:

ინსტიტუციური განვითარება გულისხობს სათემო ორგანიზაციების, საინიციატივო ჯგუფების და ბიზნეს აქტორების საჭიროებებზე მორგებული ტრეინინგების და კონსულტაციების ჩატარებას,  მათი ორგანიზაციული და ოპერაციული შესაძლებლობების გაძლიერების მდგრადი განვითარებისთვის.

საგრანტო კომპონენტი  ხელს შეუწყობს შემოსავლების გენერირებაზე მიმართულ საქმიანობებს, მეწარმეობის და აგრობიზნესის მხარდაჭერის და კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის მოდელების დანერგვის გზით, ასევე მხარს დაუჭერს ინიციატივების განხორციელებას სოფლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების და ეკომეგობრული ღონისძიებების მხარდასაჭერად.

პროექტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქალებისა და ახალგაზრდების შესაძლებლობების განვითარებას და მათ ჩართულობას სამოქალაქო ინიციატივებსა, თუ ბიზნეს საქმიანობაში.