სახელი : გულნარა ელიზბარიანის სამკერვალო

გულნარა ელიზბარიანი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარტიკამში ცხოვრობს. მას კარგად ეხერხებოდა ჭრა-კერვა და ყოველთვის უნდოდა, ეს საქმიანობა მისი შემოსავლის წყარო ყოფილიყო. სწორედ ამიტომ, გულნარამ გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ტასოს ფონდის ახალ ინიციატივაში მიიღო მონაწილეობა და სამკერვალოსთვის საჭირო ინვენტარი შეიძინა.

გულნარა ხარისხიან მოსახურებას და დახვეწილ დიზაინს სთავაზობს თავის მომხმარებლებს, მათ შორისაა: ხალათები, მაისურები, კაბები, ფარდები, წინსაფრები, თეთრეული და ა.შ. სოფელში, სხვა სამკერვალო არ ფუნქციონირებს, ამიტომ გულნარას ბევრი მომხმარებელი ჰყავს როგორც კარტიკამიდან, ასევე სხვადასხვა სოფლებიდან.

მომავალში გულნარას საინტერესო გეგმები აქვს. პროექტის ფარგლებში, ქეას დახმარებით მას ლოგო უკვე დაუმზადდა და ახლა საკუთარი ბრენდის შექმნა სურს. ამისათვის, ამ ეტაპზე ცალკე შენობაში აპირებს სამკერვალოს გახსნას და სურს კომფორტული გარემო შესთავაზოს მომხმარებლებს. ამასთანავე, ბიზნესის განვითარებასთან ერთად გულნარა ადგილობრივების დასაქმებასაც აპირებს, განსაკუთრებით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს.

პროექტი “ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით“ წარმოადგენს გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) რეგიონული პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ ნაწილს, რომელიც შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს. პროექტს „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით“ კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი (KRDF), ფონდი ტასო (TF) და ქეა კავკასია (CARE) ახორციელებენ.

სრულად ჩვენება მაჩვენე ნაკლები

პროდუქცია/სერვისი

ქალთა ინიციატივები

პროექტის, "ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით" ფარგლებში დაფინანსებული ქალთა ინიციატივები.