სახელი : სოფიკო ბიწაძე - მეფუტკრეობა
საჭიროა : 0
ჩარიცხულია : 0

სოფიკო ბიწაძე აქტიური მეწარმე ქალია და ორი მცირეწლოვანი შვილის დედაა ლაგოდეხის სოფელ კართუბნიდან. ის მეუღლესთან ერთად უკვე ორი წელია მეფუტკრეობას მისდევს.

ფუტკრის გასამრავლებლად და წარმოების გასაფართოვებლად, სოფიკომ გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ მხარდაჭერილ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტში მიიღო მონაწილეობა. პროექტის დახმარებით, მან ფუტკრისთვის დამატებითი სკები, საწური და სანთლის აპარატი შეიძინა. ცოლ-ქმარი აქტიურად ზრუნავს საფუტკრე მეურნეობის განვითარებაზე და პროდუქტის ხარისხის გაუმჯობესებაზე. სოფიკო მომხმარებელს ნატურალურ თაფლს და ფიჭას სთავაზობს.

ის მომავალში სანთლის წარმოება-რეალიზაციას აპირებს. გარდა ამისა, სურს სურსათის ეროვნული სააგენტოსგან აიღოს ცნობა და სხვადასხვა მაღაზიასთან თანამშრომლობა.

                                               

პროექტი „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით“ მხარდაჭერილია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, რომელსაც ახორციელებენ კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF), ფონდი ტასო (TF) და ქეა საერთაშორისო კავკასიაში (CARE).

სრულად ჩვენება მაჩვენე ნაკლები

პროდუქცია/სერვისი

ქალთა ინიციატივები

პროექტის, "ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით" ფარგლებში დაფინანსებული ქალთა ინიციატივები.