სახელი : "ეკოს ფერმა"

ეკა ღონღაძე ახალგაზრდა მეწარმე ქალია, რომელიც მეფრინველეობას მისდევს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კართუბანში. ეკა აქტიური ქალია, ყოველთვის უნდოდა საკუთარი საქმიანობა ჰქონოდა და ოჯახს დახმარებოდა. სწორედ ამიტომ, მან გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ მხარდაჭერილ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტში მიიღო მონაწილეობა და წიწილები შეიძინა ფერმის განვითარებისთვის.

ეკას ქათმები ბიოლოგიურ კვებაზე ჰყავს და ყოველთვის ზრუნავს მათ ჯანმრთელობაზე. ქათმების გაზრდის შემდეგ, ეკა მათი ხორცისა და კვერცხების რეალიზაციას აპირებს. მომავალში ბიზნესის გაფართოვებასაც გეგმავს და სხვადასხვა მაღაზიებთან/დაწესებულებებთან თანამშრომლობას.

 

პროექტი „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით“ მხარდაჭერილია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, რომელსაც ახორციელებენ კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF), ფონდი ტასო (TF) და ქეა საერთაშორისო კავკასიაში (CARE).

 

სრულად ჩვენება მაჩვენე ნაკლები

პროდუქცია/სერვისი

ქალთა ინიციატივები

პროექტის, "ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით" ფარგლებში დაფინანსებული ქალთა ინიციატივები.