სახელი : თამარ წელაური

თამარ წელაური თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში ცხოვრობს. მისი ძირითადი საქმიანობა მეფუტკრეობაა. თამარს ყოველთვის სურდა წარმოების გაფართოვება და ოჯახის დახმარება. საქმიანობის გაფართოვების მიზნით, თამარმა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ მხარდაჭერილ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტში მიიღო მონაწილეობა. პროექტის დახმარებით მას შესაძლებლობა მიეცა თაფლის საწური და დამატებითი სკები შეეძინა ფუტკრის გასამრავლებლად.

თამარის მიერ წარმოებული თაფლი ნატურალური და ძალიან სასარგებლოა. მომავალში წარმოების გაზრდაზე და პროდუქციის რეალიზაციაზე ფიქრობს. ამისათვის კი დამატებითი რესურსები, მათ შორის სკები ესაჭიროება.

პროექტი „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით“ მხარდაჭერილია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, რომელსაც ახორციელებენ კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF), ფონდი ტასო (TF) და ქეა საერთაშორისო კავკასიაში (CARE).

სრულად ჩვენება მაჩვენე ნაკლები

პროდუქცია/სერვისი

ქალთა ინიციატივები

პროექტის, "ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით" ფარგლებში დაფინანსებული ქალთა ინიციატივები.