სახელი : ინგას სილამაზის

ინგა გლურჯიძე მცირეწლოვანი შვილების დედაა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირიდან. მას ძალიან კარგად ეხერხება სალონური მომსახურების გაწევა და ყოველთვის სურდა ამ სფეროში დასაქმებულიყო.

სურვილის ასრულებისა და ოჯახის დახმარების მიზნით, ინგამ გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ  მხარდაჭერილ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტში მიიღო მონაწილეობა. პროექტის დახმარებით სალონური მომსახურების გაწევისთვის, შესაბამისი ინვენტარი შეიძინა.

ინგა ძალიან თავაზიანი და თავისი საქმის პროფესიონალია. ის ყოველთვის ზრუნავს მომხმარებლის კმაყოფილებაზე და ხარისხიან მომსახურებას სთავაზობს ადგილობრივ მოსახლეობას.

მომავალში გაფართოვებას გეგმავს და მომხმარებლისთვის სრულყოფილი მომსახურების გაწევას. ამისათვის კი დამატებითი ინვენტარის შეძენა ესაჭიროება.

 

პროექტი „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით“ მხარდაჭერილია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, რომელსაც ახორციელებენ კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF), ფონდი ტასო (TF) და ქეა საერთაშორისო კავკასიაში (CARE).

 

სრულად ჩვენება მაჩვენე ნაკლები

პროდუქცია/სერვისი

ქალთა ინიციატივები

პროექტის, "ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით" ფარგლებში დაფინანსებული ქალთა ინიციატივები.