სახელი : თამაშას საცხობი
საჭიროა : 0
ჩარიცხულია : 0

თამაშა ყურბანოვა მეწარმე ქალია თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალადან. მას ყოველთვის სურდა საკუთარი საქმიანობით ოჯახს დახმარებოდა და გადაწყვიტა საცხობის ბიზნესი წამოეწყო. ინიციატივის განხორციელების მიზნით, თამაშამ გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ მხარდაჭერილ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტში მიიღო მონაწილეობა და საცხობისთვის საჭირო ინვენტარი შეიძინა.

თამაშას საცხობი ცენტრალურ გზაზე მდებარეობს და მომხმარებელიც ბევრი ჰყავს. ის ძალიან გემრიელ ნამცხვრებს, ხაჭაპურს, ფუნთუშას და სხვა ცომეულს აცხობს.

მომავალში თამაშას წარმოების გაზრდა სურს. ამისთვის კი შედარები დიდი ღუმელი ესაჭიროება.

 

პროექტი „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით“ მხარდაჭერილია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, რომელსაც ახორციელებენ კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF), ფონდი ტასო (TF) და ქეა საერთაშორისო კავკასიაში (CARE).

სრულად ჩვენება მაჩვენე ნაკლები

პროდუქცია/სერვისი

ქალთა ინიციატივები

პროექტის, "ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით" ფარგლებში დაფინანსებული ქალთა ინიციატივები.