სახელი : ფატიმას საცხობი
საჭიროა : 0
ჩარიცხულია : 0

ფატიმა ბორძიკაშვილი აქტიური მეწარმე ქალია თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალადან. მას ყოველთვის სურდა საკუთარი საქმიანობით ოჯახს დახმარებოდა. სწორედ ამიტომ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ მხარდაჭერილ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტში მიიღო მონაწილეობა და საცხობის ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი ინვენტარი შეიძინა.

ფატიმა ხარისხიან მომსახურებას სთავაზობს თავის მომხმარებელს. ის ძალიან გემრიელ ნამცხვრებსა და ცომეულს აცხობს და ყიდის ადგილობრივ მოსახლეობაში, ასევე თანამშრომლობს სხვადასხვა მაღაზიასთანაც.

მომავალში ფატიმას ბიზნესის განვითარება სურს და წარმოების გაზრდა. ამისათვის კი დამატებითი ფინანსები ესაჭიროება დიდი გაზქურის შესაძენად.

 

პროექტი „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით“ მხარდაჭერილია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, რომელსაც ახორციელებენ კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF), ფონდი ტასო (TF) და ქეა საერთაშორისო კავკასიაში (CARE).

სრულად ჩვენება მაჩვენე ნაკლები

პროდუქცია/სერვისი

ქალთა ინიციატივები

პროექტის, "ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით" ფარგლებში დაფინანსებული ქალთა ინიციატივები.