სახელი : ხატირას სამკერვალო
საჭიროა : 0
ჩარიცხულია : 0

ხატირა სულთანოვა ახალგაზრდა მეწარმე ქალია თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალადან. მას ყოველთვის უყვარდა კერვა და გადაწყვიტა ამ საქმიანობიდან დამატებითი შემოსავალი მიეღო.

სამკერვალო სალონის მოსაწყობად, ხატირამ გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ მხარდაჭერილ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტში მიიღო მონაწილეობა და შესაბამისი ინვენტარი შეიძინა. ხატირა მრავალფეროვან მომსახურებას სთავაზობს თავის მომხმარებლებს. მას შეუძლია ფარდების და სხვადასხვა ტანსაცმლის შეკერვა და გადაკეთება.

მომავალში ხატირას საქმიანობის განვითარება სურს და სხვადასხვა მაღაზიასთან თანამშრომლობა. ამისათვის კი მას ცოდნის გაღრმავება სურს და დამატებითი სამკერვალო კურსების გავლა.

 

პროექტი „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით“ მხარდაჭერილია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, რომელსაც ახორციელებენ კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF), ფონდი ტასო (TF) და ქეა საერთაშორისო კავკასიაში (CARE).

სრულად ჩვენება მაჩვენე ნაკლები

პროდუქცია/სერვისი

ქალთა ინიციატივები

პროექტის, "ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით" ფარგლებში დაფინანსებული ქალთა ინიციატივები.