სახელი : ნესტანის ყავის ბიზნესი
საჭიროა : 0
ჩარიცხულია : 0

ნესტან ფუტკარაძე მეწარმე ქალია მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისიდან. მას ყოველთვის სურდა გააქტიურებული და საკუთარი შემოსავალი ჰქონოდა. სწორედ ამიტომ, ნესტანმა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ მხარდაჭერილ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტში მიიღო მონაწილეობა და ყავის საფქვავი შეიძინა. პროექტის დახმარებით მას მეტი სტიმული მიეცა და დაფქული ყავის რეალიზაცია დაიწყო.

ნესტანი ხარისხიან მომსახურებას სთავაზობს თავის მომხმარებლებს და მომავალში განვითარებაც სურს. ბიზნესის გაფართოვებასთან ერთად სხვადასხვა მაღაზიებთანაც აპირებს თანამშრომლობას. ამასთანავე, მომავალში  წარმოების გაზრდისათვის ნესტანს დამატებით დიდი ყავის აპარატიც ესაჭიროება.

 

პროექტი „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით“ მხარდაჭერილია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, რომელსაც ახორციელებენ კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF), ფონდი ტასო (TF) და ქეა საერთაშორისო კავკასიაში (CARE).

სრულად ჩვენება მაჩვენე ნაკლები

პროდუქცია/სერვისი

ქალთა ინიციატივები

პროექტის, "ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით" ფარგლებში დაფინანსებული ქალთა ინიციატივები.