სახელი : დალის სასათბურე მეურნეობა

დალი პაქსაძე მეწარმე ქალია მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისიდან. მისი ოჯახი სასათბურე მეურნეობას მისდევს და აწარმოებს სხვადასხვა სახეობის ბოსტნეულს, მათ შორის: ყვავილოვანი კომბოსტო, ბროკოლო, სალათის ფურცლები და ა.შ. წარმოების გაფართოვების მიზნით დალიმ გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ მხარდაჭერილ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტში მიიღო მონაწილეობა და სათბურისთვის საჭირო ცელოფნები შეიძინა.

დალის თავის ჯანსაღ პროდუქციას თბილისის ბაზარში ყიდის და მომავალში განვითარებასაც აპირებს. ბიზნესის გაფართოვებისთვის კი მას დამატებითი ბოსტნეულის ნერგები ესაჭიროება.

 

პროექტი „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით“ მხარდაჭერილია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, რომელსაც ახორციელებენ კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF), ფონდი ტასო (TF) და ქეა საერთაშორისო კავკასიაში (CARE).

სრულად ჩვენება მაჩვენე ნაკლები

პროდუქცია/სერვისი

ქალთა ინიციატივები

პროექტის, "ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით" ფარგლებში დაფინანსებული ქალთა ინიციატივები.