სახელი : ნაირას სასათბურე მეურნეობა
საჭიროა : 0
ჩარიცხულია : 0

ნაირა ბოლქვაძე აქტიური მეწარმე ქალია მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისიდან. მისი ოჯახი სანერგე მეურნეობას მისდევს და წარმოების გაფართოვების მიზნით, ნაირამ გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ მხარდაჭერილ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტში მიიღო მონაწილეობა. პროექტის ფარგლებში ნაირამ ნერგები შეიძინა და სხვადასხვა სახეობის ბოსტნეულის წარმოება დაიწყო სათბურში.

ნაირას პროდუქცია ძირითადად მოიცავს ბროკოლს, სალათის ფურცლების თითქმის ყველა სახეობას, ყვავილოვან კომბოსტოს, ყაბაყს და ა.შ. პროდუქციის რეალიზაციაში მას თავისი მეუღლე ეხმარება, რომელსაც მოსავალი თბილისის ბაზრებსა და მაღაზიებში შეაქვს გასაყიდად. ბიზნესი საკმაოდ წარმატებულად ვითარდება. პირველი მოგებით ნაირამ ხელის ტრაქტორი შეიძინა. ამასთანავე, მუშაობის პროცესში ის რამდენიმე ადგილობრივ ქალსაც ასაქმებს. კორონავირუსის, ბაზარზე ფასების დაცემის და სხვა გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის ნაირა მაცივრის შეძენასაც აპირებს სხვადასხვა საგრანტო პროექტების დახმარებით. 

ვინაიდან ნაირას ძირითადად სასათბურე მეურნეობა აქვს, მისთვის მნიშვნელოვანია სათბურის ხარისხიანად მოწყობა. ძლიერმა ქარმა მას ერთხელ უკვე გაუნადგურა სათბურის ცელოფნები. სწორედ ამიტომ, წარმოების გაფართოვებასთან ერთად, ნაირას ცელოფნების დამატებაც ესაჭიროება, რაც საკმაოდ ძვირი ჯდება.

 

პროექტი „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით“ მხარდაჭერილია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, რომელსაც ახორციელებენ კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF), ფონდი ტასო (TF) და ქეა საერთაშორისო კავკასიაში (CARE).

სრულად ჩვენება მაჩვენე ნაკლები

პროდუქცია/სერვისი

ქალთა ინიციატივები

პროექტის, "ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით" ფარგლებში დაფინანსებული ქალთა ინიციატივები.