სახელი : თამილას სასათბურე მეურნეობა

თამილა გელაძე მეწარმე ქალია მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისიდან. თამილა ძირითადად  სალათის ფურცლებს, ყვავილოვან კომბოსტოს, ბროკოლს და სხვა ბოსტნეულს აწარმოებს. იმისათვის, რომ მისი წარმოება ეფექტური იყოს, თამილას სათბურები აქვს, რომელიც საკმაოდ ძვირი ჯდება. სწორედ ამიტომ, მან გადაწვიტა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ მხარდაჭერილ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტში მიეღო მონაწილეობა და სათბურისთვის საჭირო გადასაფარი ცელოფნები შეეძინა.

ამ ეტაპზე, თამილა თავის პროდუქციას თბილისის ბაზარზე ყიდის და მომხმარებლებიც კმაყოფილები არიან მისი მომსახურებით. მომავალში მას გაფართოვება და ბიზნესის გაზრდა სურს, ამისათვის კი თამილას დამატებითი თესლები ესაჭიროება.

 

პროექტი „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით“ მხარდაჭერილია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, რომელსაც ახორციელებენ კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF), ფონდი ტასო (TF) და ქეა საერთაშორისო კავკასიაში (CARE).

სრულად ჩვენება მაჩვენე ნაკლები

პროდუქცია/სერვისი

ქალთა ინიციატივები

პროექტის, "ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით" ფარგლებში დაფინანსებული ქალთა ინიციატივები.