სახელი : ნაირას სამკერვალო

ნაირა ღუზარაული მრავალშვილიანი დედაა ახმეტის რაიონის შორეულ სოფელ ომალოდან. ნაირა მეუღლესთან ერთად ზრუნავს დედამთილსა და რვა შვილის კეთილდღეობაზე. მას ჭრა-კერვა ეხერხებოდა და ყოველთვის უნდოდა სამკერვალო გაეხსნა.

უკეთესი მომავლის იმედით, ნაირამ გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ მხარდაჭერილ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტში მიიღო მონაწილეობა. პროექტის ფარგლებში, ნაირამ  ორი საკერავი მანქანა, მაგიდა და სკამი შეიძინა. ამის შემდეგ, სახლში ერთი პატარა ოთახი გამოყო სამკერვალოსთვის და დიდი ენთუზიაზმით შეუდგა ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას. განვითარების და ხელობის დახვეწის მიზნით, პროექტის ფარგლებში მან ჭრა-კერვის კურსიც გაიარა. 

 

პროექტი „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით“ მხარდაჭერილია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, რომელსაც ახორციელებენ კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF), ფონდი ტასო (TF) და ქეა საერთაშორისო კავკასიაში (CARE).

სრულად ჩვენება მაჩვენე ნაკლები

ქალთა ინიციატივები

პროექტის, "ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით" ფარგლებში დაფინანსებული ქალთა ინიციატივები.