სახელი : ლალი პაპაშვილი - რძის პროდუქტების წარმოება

ლალი პაპაშვილი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშში ცხოვრობს. კახეთის რეგიონული განვითარების ფონდისა (KRDF) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ახალი ინიციატივის ფარგლებში, ლალიმ ძროხა შეიძინა და ნატურალურ რძის პროდუქტების წარმოება-რეალიზაციით არის დაკავებული.

ამ ეტაპზე, ლალი რძის, ყველისა და მაწონს აწარმოებს თუმცა მომავალში საქმიანობის განვითარებას გეგმავს.

პროექტი ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით“ წარმოადგენს გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) რეგიონული პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ ნაწილს, რომელიც შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს. პროექტს „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით“ კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი (KRDF), ფონდი ტასო (TF) და ქეა კავკასია (CARE) ახორციელებენ.

სრულად ჩვენება მაჩვენე ნაკლები

პროდუქცია/სერვისი

ქალთა ინიციატივები

პროექტის, "ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით" ფარგლებში დაფინანსებული ქალთა ინიციატივები.