სახელი : გულნარა ქარუმიძე - "მათე-ბარი"

გულნარა ქარუმიძე ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხერთვისში ცხოვრობს. მას ყოველთვის უნდოდა საკუთარი საქმიანობა დაეწყო და დამატებითი შემოსავალი ჰქონოდა. სწორედ ამიტომ, მან გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ტასოს ფონდის ახალ ინიციატიაში მიიღო მონაწილეობა და კაფე-ბარის ბიზნესისთვის საჭირო ინვენტარი შეიძინა.

გულნარას კაფე-ბარი სახელად „მათე-ბარი“ საკმაოდ ტურისტულ ადგილას მდებარეობს, ღია სივრცეში.  ამ ეტაპზე მისი მომხმარებელი ადგილობრივი მოსახლეობაა, თუმცა ტურისტების გააქტიურების შემდეგ, გულნარა ვარაუდობს რომ მეტი მომხმარებელი ეყოლება და მისი ბიზნესიც ნელ-ნელა განვითარდება. „მათე-ბარი“ არაჩვეულებრივ გარემოსა და  უგემრიელეს ნამცხვრებს, ცომეულს, ყავასა და ჩაის სთავაზობს მომხმარებლებს.

მომავალში ბიზნესის წარმატებით განვითარებასთან ერთად ადგილობრივი ქალის დასაქმებასაც აპირებს. 

პროექტი “ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით“ წარმოადგენს გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) რეგიონული პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ ნაწილს, რომელიც შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს. პროექტს „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით“ კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი (KRDF), ფონდი ტასო (TF) და ქეა კავკასია (CARE) ახორციელებენ.

სრულად ჩვენება მაჩვენე ნაკლები

ქალთა ინიციატივები

პროექტის, "ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით" ფარგლებში დაფინანსებული ქალთა ინიციატივები.