სახელი : ციცინო ბოლქვაძე - მეფრინველეობა

ციცინო ბოლქვაძე მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისში ცხოვრობს. მას ყოველთვის სურდა საკუთარი შემოსავალი ჰქონოდა მეფრინველეობის დარგში და ოჯახს დახმარებოდა. სწორედ ამიტომ, ციცინომ გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ მხარდაჭერილ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტში მიიღო მონაწილეობა. პროექტის დახმარებით ციცინომ ინკუბატორი შეიძინა და ქათმების რეალიზაცია დაიწყო.

ციცინოს ქათმები ბიოლოგიურ კვებაზე ჰყავს და მომხმარებელიც ძალიან კმაყოფილია მისი პროდუქციით. ის ქათმებს ყიდის ადგილობრივ მოსახლეობაში და ასევე, სხვადასხვა დაწესებულებებთანაც თანამშრომლობს. მომავალში ციცინოს განვითარება სურს და მომსახურების გამრავალფეროვნება. ის ქათმებთან ერთად ინდაურების წარმოება-რეალიზაციასაც აპირებს. ამისათვის კი ფინანსები სჭირდება ფრინველების ფართის გასარემონტებლად.

 

პროექტი „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით“ მხარდაჭერილია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, რომელსაც ახორციელებენ კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF), ფონდი ტასო (TF) და ქეა საერთაშორისო კავკასიაში (CARE).

სრულად ჩვენება მაჩვენე ნაკლები

პროდუქცია/სერვისი

ქალთა ინიციატივები

პროექტის, "ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით" ფარგლებში დაფინანსებული ქალთა ინიციატივები.