სახელი : ხანიფასა და ქალების საცხობი

ხანიფა აფანდიევა ახალგაზრდა მეწარმე ქალია მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულდარადან. ოჯახისა და თემის კეთილდღეობის მიზნით, ხანიფამ მისი თემის ორ ქალთან ერთად გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ მხარდაჭერილ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტში მიიღო მონაწილეობა და საცხობი გახსნა, სადაც აზერბაიჯანულ ლავაშს აცხობენ და ყიდიან ხულდარასა და მიმდებარე სოფლების მაცხოვრებლებში. საცხობის ბიზნესმა წარმატება მოუტანა მათ და სხვა ადგილობრივი ქალების დასაქმებაც შეძლეს. შეკვეთებსაც დიდი რაოდენობით იღებენ და მომხმარებლებიც კმაყოფილები არიან მათი მომსახურებით.

 

პროექტი „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით“ მხარდაჭერილია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, რომელსაც ახორციელებენ კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF), ფონდი ტასო (TF) და ქეა საერთაშორისო კავკასიაში (CARE).

სრულად ჩვენება მაჩვენე ნაკლები

პროდუქცია/სერვისი

ქალთა ინიციატივები

პროექტის, "ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით" ფარგლებში დაფინანსებული ქალთა ინიციატივები.