სახელი : ლიანა მელიქიძე - რძის პროდუქტების წარმოება

ლიანა მელიქიძე ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლოშში ცხოვრობს. მისი მთავარი საზრუნავი ოჯახის კეთილდღეობაა. სწორედ ამ მიზნით, ლიანამ მონაწილეობა მიიღო გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ მხარდაჭერილ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტში.

პროექტის დახმარებით ლიანამ ძროხა შეიძინა ხბოსთან ერთად და აქტიურად დაიწყო რძის პროდუქტების წარმოება. ამ ეტაპზე ლიანა ნატურალურ, გემრიელ ყველს აწარმოებს.

მომავალში წარმოების გაზრდასა და გაფართოვებას გეგმავს. ყველთან ერთად, ლიანას სურს აწარმოოს რძე, მაწონი და სხვა რძის პროდუქტები, და შემდეგ მათი რეალიზაცია მოახდინოს ადგილობრივ ბაზარზე. თავისი გეგმები განხორციელებაში, კი ლიანას სულ მცირე ერთი ძროხა სჭირდება დამატებით.

 

პროექტი „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით“ მხარდაჭერილია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, რომელსაც ახორციელებენ კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF), ფონდი ტასო (TF) და ქეა საერთაშორისო კავკასიაში (CARE).

სრულად ჩვენება მაჩვენე ნაკლები

ქალთა ინიციატივები

პროექტის, "ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით" ფარგლებში დაფინანსებული ქალთა ინიციატივები.