სახელი : ელენეს ყველი

ელენე კოპტონაშვილი ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლოშში ცხოვრობს. ოჯახის დახმარების მიზნით, მან გაეროს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტში მიიღო მონაწილეობა და ძროხა შეიძინა.

პროექტის დახმარებით ელენემ ყველის წარმოება დაიწყო და ყიდის ადგილობრივ მოსახლეობაში. ელენეს ყველი ნატურალური და ძალიან გემრიელია.

მომავალში გაფართოვებასაც აპირებს და ყველის ადგილობრივ ბაზარზე გატანასაც. ამისთვის კი დამატებით ერთი ძროხა ესაჭიროება.

 

პროექტი „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით“ მხარდაჭერილია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, რომელსაც ახორციელებენ კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF), ფონდი ტასო (TF) და ქეა საერთაშორისო კავკასიაში (CARE).

სრულად ჩვენება მაჩვენე ნაკლები

ქალთა ინიციატივები

პროექტის, "ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით" ფარგლებში დაფინანსებული ქალთა ინიციატივები.