სახელი : ლამარას მეფუტკრეობა

ლამარა ინასარიძე ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირში ცხოვრობს და მეფუტკრეობას მისდევს მეუღლესთან ერთად. წარმოების გაფართოვების მიზნით, მან გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ მხარდაჭერილ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტში მიიღო მონაწილეობა.

პროექტის დახმარებით ლამარამ ფუტკარი შეიძინა და ახლა მის გამრავლებაზეა ორიენტირებული. მას სურს, ნატურალური და სასარგებლო ფუტკრის პროდუქცია, ძირითადად თაფლი, შესთავაზოს თავის მომხმარებლებს.

მომავალში, ლამარას დიდი გეგმები აქვს მეფუტკრეობასთან დაკავშირებით. ფუტკრის გამრავლების შემდეგ, დიდი რაოდენობით თაფლის წარმოება-რეალიზაცია სურს და რამდენიმე მაღაზიასთან თანამშრომლობაც. ამისათვის კი მას თაფლის საწური ესაჭიროება. საწური ხათუნას შრომას გაუადვილებს და გარდა ამისა, ეს ის მნიშვნელოვანი ინვენტარია რომლის გარეშე თაფლის აღება ვერ მოხდება.

 

პროექტი „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით“ მხარდაჭერილია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, რომელსაც ახორციელებენ კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF), ფონდი ტასო (TF) და ქეა საერთაშორისო კავკასიაში (CARE).

სრულად ჩვენება მაჩვენე ნაკლები

პროდუქცია/სერვისი

ქალთა ინიციატივები

პროექტის, "ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით" ფარგლებში დაფინანსებული ქალთა ინიციატივები.