სახელი : ნანასა და მაიას საცხობი

ნანა აბულაძე და მაია ბუნტური აქტიური მეწარმე ქალები არიან ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ სუბუედან. გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ მხრდაჭერილ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტის ფარგლებში, ნანამ და მაიამ საცხობი გააკეთეს და მაქსიმალურად ცდილობენ საქმიანობის განვითარებას.

ნანა და მაია მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობენ თავიანთ მომხმარებლებს: ალა ფურშეტის გაწყობა, სხვადასხვა სახის ცომეული, კერძები, სალათები, ნამცხვრები და ა.შ. ისინი შეკვეთებს როგორც ინდივიდუალური პირებისგან, ასევე ორგანიზაციებისგანაც იღებენ.

პროექტი „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით“ მხარდაჭერილია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, რომელსაც ახორციელებენ კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF), ფონდი ტასო (TF) და ქეა საერთაშორისო კავკასიაში (CARE).

სრულად ჩვენება მაჩვენე ნაკლები

პროდუქცია/სერვისი

ქალთა ინიციატივები

პროექტის, "ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით" ფარგლებში დაფინანსებული ქალთა ინიციატივები.