სახელი : ნანას საოჯახო სასტუმრო "კერა"

ნანა ტაბუცაძე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთში ცხოვრობს. ასურეთი ძველი გერმანული სოფელია, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს ტურისტებში. აქედან გამომდინარე, ნანას იდეა გაუჩნდა რომ საოჯახო სასტუმრო გაეკეთებინა, რაც თავის ოჯახს დამატებით შემოსავალს მოუტანდა.

ინიციატივის განხორციელების მიზნით ნანამ გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ მხარდაჭერილ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტში მიიღო მონაწილეობა და საოჯახო სასტუმროსთვის საჭირო ინვენტარი შეიძინა. გარდა ამისა, ამავე პროექტის ფარგლებში ნანა საშუალო და მცირე ზომის სასტუმროს მართვისა და მენეჯმენტის ტრენინგებს დაესწრო და ცოდნა გაიღრმავა ამ სფეროში.

ნანა მომხმარებლის კმაყოფილებაზეა ორიენტირებული და მომსახურების მრავალფეროვნებაზე ზრუნავს. დამატებით, საუზმის გარდა, სადილად და ვახშმად საკუთარი ეზოს, ადგილობრივი წარმოების პროდუქტს სთავაზობს თავის მომხმარებელს. გარდა ამისა, აქვს ტრანსპორტირების სერვისიც.

 

პროექტი „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით“ მხარდაჭერილია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, რომელსაც ახორციელებენ კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF), ფონდი ტასო (TF) და ქეა საერთაშორისო კავკასიაში (CARE).

სრულად ჩვენება მაჩვენე ნაკლები

ქალთა ინიციატივები

პროექტის, "ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით" ფარგლებში დაფინანსებული ქალთა ინიციატივები.