სახელი : ფატის მარწყვები

ფატი მაჩალიკაშვილი ლტოლვილია ჩეჩნეთიდან. მრავალშვილიანი დედა საქართველოში უკვე ოც წელზე მეტია ცხოვრობს. ფატი ძლიერი ქალია, ოჯახის კეთილდღეობაზე ზრუნავს და უკეთესი მომავლის იმედს არასდროს კარგავს.  ამჟამად ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ წინუბანში ცხოვრობს მეუღლესთან და ხუთ შვილთან ერთად.

საქართველოში ჩამოსვლა და ცხოვრება არც თუ ისე მარტივი აღმოჩნდა, თუმცა ფატიმ თავისი ძალისხმევით შეძლო თავის დამკვიდრება და უამრავი პრობლემა დაძლია. ფატიმ თავის პატარა ეზოში მარწყვის მოყვანა და გაყიდვა დაიწყო. მას შემდეგ რაც ცოტა სარგებელი ნახა, საქმის გაგრძელება გადაწყვიტა. წარმოების გაფართოების მიზნით, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ მხარდაჭერილ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტში მიიღო მონაწილეობა. პროექტის დახმარებით, ფატიმ ახალი განსაკუთრებული ჯიშის მარწყვი გააშენა, რომელიც გამოირჩევა თავისი არომატით, გემოთი და ვიზუალით და საკმაოდ პოპულარულია ადგილობრივ ბაზარზე. თანდათანობით, ფატიმ ბარიერები გადალახა და მისი ცხოვრება ახლა უფრო სტაბილურია. მომავალში, საქმიანობის გაფართოვების მიზნით, ჟოლოსა და უეკლო მაყვლის წარმოებასაც აპირებს, მის მეუღლეს  კი სათბურის გაკეთება სურს. 

პროექტი „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით“ მხარდაჭერილია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, რომელსაც ახორციელებენ კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF), ფონდი ტასო (TF) და ქეა საერთაშორისო კავკასიაში (CARE).

სრულად ჩვენება მაჩვენე ნაკლები

პროდუქცია/სერვისი

ქალთა ინიციატივები

პროექტის, "ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით" ფარგლებში დაფინანსებული ქალთა ინიციატივები.