სახელი : მადინას სამკერვალო

მადინა ბაღაკაშვილი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში ცხოვრობს დედამთილთან, მამამთილთან და ორ შვილთან ერთად. მას ჭრა-კერვა კარგად ეხერხებოდა და  ყოველთვის უნდოდა საკუთარი სამკერვალო გაეხსნა, თუმცა ამისათვის საჭირო რესურსები არ გააჩნდა.

ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების და უკეთესი მომავლის იმედით, მადინამ გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ მხარდაჭერილ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტში მიიღო მონაწილეობა. პროექტის ფარგლებში, მადინამ საკერავი მანქანა, ქსოვილები და სხვა წვრილმანი მასალა შეიძინა. სწორედ ასე დაიწყო  თავისი პირველი სამკერვალო ბიზნესი/საქმე. 

მადინა უმეტესად თეთრეულს კერავს, თუმცა შეუძლია სხვადასხვა ტანსაცმლის გადაკეთებაც. მომავალში კი მადინას დიდი გეგმები აქვს, ხელობას დახვეწავს და ბიზნესს განავითარებს. ამისათვის დამატებითი ქსოვილები და ინვენტარი, კერძოდ კი დიდი მაგიდა ესაჭიროება.

 

პროექტი „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით“ მხარდაჭერილია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, რომელსაც ახორციელებენ კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF), ფონდი ტასო (TF) და ქეა საერთაშორისო კავკასიაში (CARE).

სრულად ჩვენება მაჩვენე ნაკლები

პროდუქცია/სერვისი

ქალთა ინიციატივები

პროექტის, "ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით" ფარგლებში დაფინანსებული ქალთა ინიციატივები.