სახელი : საცხობი ტანძიაში

მზიანა სუბელიანი, ზოია წერედიანი, ქეთო გულბანი, ნორა გირგვლიანი და თამარ ხიციშვილი აქტიური ქალები არიან ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტანძიიდან. ტასოს ფონდისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, ისინი ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტში ჩაერთვნენ და საცხობი გახსნენე სოფელში.

მეწარმე ქალები მომხმარებლებს გემრიელ, სოფლის ნატურალურ პროდუქტზე დამზადებული ლავაშსა და ლაზურ პურებს სთავაზობენ.

ტანძიასა და მის მიმდებარე სოფლებში სხვა საცხობი არ ფუნქციონირებს, ამიტომ მათი ბიზნესი თავიდანვე წარმატებით განვითარდა და მალე თემის ორი ქალიც შეიერთეს: ბოლნისის მუნიციპალიტეტის სათემო მუშაკი იზოლდა ანსიანი და მერი კვიციანი, რომელმაც ამავე პროექტის დახმარებით ბუღალტერიის კურსები გაიარა და ახლა საცხობში ბუღალტრად მუშაობს. 

"მომსახურების გაუმჯობესებაზე ყოველთვის ვზრუნავთ  და სულ მომხმარებლის კმაყოფილებაზე ვართ ორიენტირებულები, ამიტომ პურთან ერთად, ნატურალური პროდუქტისგან დამზადებულ უგემრიელეს ხაჭაპურსა და კუბდარსაც ვაცხობთ".

მომავალში საქმიანობის გაფართოებაზე ფიქრობენ და სჯერათ, ერთიანი ძალებით მეტ წარმატებას მიაღწევენ.

პროექტი ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით“ წარმოადგენს გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) რეგიონული პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ ნაწილს, რომელიც შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს. პროექტს „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით“ კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი (KRDF), ფონდი ტასო (TF) და ქეა კავკასია (CARE) ახორციელებენ.

სრულად ჩვენება მაჩვენე ნაკლები

პროდუქცია/სერვისი

ქალთა ინიციატივები

პროექტის, "ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით" ფარგლებში დაფინანსებული ქალთა ინიციატივები.