04 06 2020

სოფელში მცხოვრები ქალები ზრუნავენ ოჯახისა და თემის კეთილდღეობაზე კრიზისის დროს - თამილას ისტორია

თამილა კაპანაძე პედაგოგი და ორი შვილის დედაა ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლოშიდან. მცირე შემოსავალთან ერთად, თამილას და თავის მეუღლეს ბანკის კრედიტის დაფარვაც უწევთ, რაც დამატებით ფინანსურ პრობლემებთან არის დაკავშირებული. სწორედ ამიტომ, თამილამ გადაწყვიტა ოჯახს დახმარებოდა და დამატებითი საქმე წამოეწყო. ის ყოველთვის ეხმარებოდა სოფლის მოსახლეობას სხვადასხვა სამოსის შეკერვაში, მაგრამ ძველი საკერავი მანქანა საქმის ხარისხიანად შესრულების საშუალებას არ აძლევდა.

განვითარებაზე და უკეთეს მომავალზე ფიქრით, თამილამ გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ მხარდაჭერილ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტში მიიღო მონაწილეობა. ამავე პროექტის ფარგლებში მიმდინარე საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა და ორი საკერავი მანქანა შეიძინა. შემდეგ კი თანდათან სამკერვალო ბიზნესისთვის დაიწყო მზადება.

თამილას დიდი გეგმები ჰქონდა, თეთრეულის შეკერვასა და რეალიზებას აპირებდა, თუმცა ეს პერიოდი ქვეყანაში კოვიდ19-ის გავრცელებას დაემთხვა და თამილამ საქმიანობა სხვა მიმართულებით გააგრძელა. სოფელ ტოლოშში, ისევე როგორც საქართველოს სხვა მხარეებში კრიზისული ვითარება შეიქმნა. ადგილობრივ მოსახლეობას არ აქვს წვდომა აფთიაქებთან და მაღაზიებთან. მათთვის სულ უფრო და უფრო უარესდება საცხოვრებელი პირობები. პანდემიის გამო, გაიზარდა მოთხოვნა პირბადეებზე. სწორედ ამიტომ, თამილამ გადაწყვიტა თემს დახმარებოდა ამ რთულ პერიოდში და მრავალჯერადი მოხმარების პირბადეების წარმოება დაიწყო. შემორჩენილი ქსოვილით მან 50 პირბადე შეკერა. რეკომენდაციების გათვალისწინებით და ჰიგიენის წესების დაცვით, თამილამ 20 პირბადე უსასყიდლოდ დაურიგა მოხუცებს სოფლის 20 ოჯახში, 30 კი გაყიდა დაახლოებით 15 ოჯახში. „ჩემს პირბადეებზე დიდი მოთხოვნაა, თუმცა ბევრს ვეღარ შევკერავ რადგან ქსოვილი მიმთავრდება და შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ ვყიდულობ შესაბამის მასალებს“.

ყველაფრის მიუხედავად თამილა იმედს არ კარგავს. ახლო მომავალში, პროექტის ფარგლებში, ჭრა-კერვის კურსის გავლასაც აპირებს, რათა უფრო განვითარდეს და ცოდნა გაიღრმავოს. „მომავალში, როცა კურსებსაც გავივლი მინდა სერვისი გავამრავალფეროვნო და ასევე, დისტანციურ გაყიდვებზეც ვიფიქრო“.

 

პროექტი „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით“ მხარდაჭერილია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, რომელსაც ახორციელებენ კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF), ფონდი ტასო (TF) და ქეა საერთაშორისო კავკასიაში (CARE).

 

 

 

07 03 2018

სამტრედიის მუნიციპალიტეტმა სამკერვალო საწარმოსთვის ტრანსპორტირება უზრუნველყო

სამტრედიის მუნიციპალიტეტმა პროექტის „საქართველოში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალებისთვის დასაქმების შესაძლებლობების გაზრდა"