24 12 2019

ახმეტის და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში მცხოვრები მეწარმე ქალებისთვის გამოფენა მოეწყო

29 დეკემბერს, ახმეტის და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში მცხოვრები მეწარმე ქალებისთვის გაიმართა საშობაო გამოფენა-გაყიდვა, სადაც ქალებმა წარადგინეს საკუთარი ნატურალური სოფლის მეურნეობის პროდუქცია და ხელნაკეთი ნივთები. საშობაო გამოფენა გამიართა თბილისში, ორბელიანის მოედანზე.

გამოფენის მოწყობის მიზანი იყო მხარი დაეჭირა სოფელში მცხოვრები ქალებისთვის, წარმოეჩინათ მათი პროდუქცია ან ხელნაკეთი ნივთები, რომლითაც გეგმავენ ბიზნესის გაფართოებას, მცირე გრანტების კომპონენტისფარგლებში.

გამოფენაზე მონაწილეობის მიღება აქტიური ქალებისთვის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იყო. "ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი ვარ, რომ ასეთ გამოფენა-გაყიდვაში მივიღე მონაწილეობა. ვფიქრობ, ეს დამეხმარება უფრო გავძლიერდე და განვავითარო ჩემი საქმიანობა" - ამბობს ერთ-ერთი მეწარმე ქალი პანკისიდან.

საშობაო გამოფენა-გაყიდვა მოეწყო პროექტის "ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით" ფარგლებში. პროექტს ახორციელებენ კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF), ფონდი ტასო (TF) და ქეა საერთაშორისო კავკასიაში (CARE), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მხარდაჭერით.

     

     

     

07 03 2018

ENPARD პროგრამის მცირე ფერმერების კოოპერაციის კომპონენტის შეჯამება

1 დეკემბერს გაიმართა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის მცირე ფერმერთა კოოპერაციის კომპონენტის შემაჯამებელი ღონისძიება