სახელი : ელექსირი
საჭიროა : 1200
ჩარიცხულია : 0

„ელქსირი“ კოოპერატივია ჩოხატაურის რაიონში, რომელიც ძირითადად მარწყვის მოყვანაზე მუშაობს, თუმცა გამოყავს ჩითილები და ბოსტნეულსაც აწარმოებს.

კოოპერატივი „ელექსირის“ წევრებს მცირე სათბურებში მუშაობის გამოცდილება ჰქონდათ. თუმცა მარწყვის კულტურაზე არასდროს უმუშავიათ. ტრენინგების საშუალებით ცოდნა შეიძინეს და  ერთად მუშაობა, როგორც კოოპერატივმა 2015 წლიდან დაიწყეს. პროექტის საშუალებით მათ მანქანა შეიძინეს, გაკეთდა მეორე სათბურიც. გაერთიანების შედეგად, კოოპერატივს  ხარჯიშეუმცირდა და განვითარების მეტი შესაძლებლობა მიეცა.
ტრენინგები განსაკუთრებით გამოსადეგი აღმოჩნდა, ვინაიდან მარწყვის კულტურასთან მუშაობა ისწავლეს და ფიქრობენ, რომ თანდათან მარწყვის კულტურის გაძლიერება მოხდება. თუმცა მარწყვთან ერთად, კოოპერატივს კიტრიც მოჰყავს.

მთავარი სირთულე კოოპერატივისთვის შესაბამისი და ნაკლებდანახარჯიანი გათბობის სისტემაა, რომელიც სათბურს მთელი წლის განმავლობაში აამუშავებს. დროსთან ერთად, "ელექსირი" მეტ გამოცდილებას იძენს და მარწყვის რეალიზაციისთვის ახალი შესაძლებლობები ეძლევა.

სრულად ჩვენება მაჩვენე ნაკლები
ჩარიცხული თანხები
  • ამირან ღავთაძე 25
  • ამირან ღავთაძე 25
  • 25
  • 25
  • ამირან ღავთაძე 25

კოოპერატივების პროდუქცია

კოოპერატივების პროდუქცია

კოოპერატივები

ENPARD პროგრამის ფარგლებში ქეამ ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერა გაუწია 50 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს გურიის, სამეგრელოსა და რაჭა-ლეჩხუმი & ქვემო სვანეთის რეგიონებში.