სახელი : საბუდარა
საჭიროა : 1000
ჩარიცხულია : 0

„საბუდარა“ მეფრინველეობის კოოპერატივია სენაკის მუნიციპალიტეტში და წიწილების გამოჩეკა - გამოზრდაზე მუშაობს. კოოპერატივის ლიდერს მეფრინველეობაში 12 წლიანი გამოცდილება აქვს და ცდილობს, ეს ყველაფერი ფერმის ასაწყობად გამოიყენოს.

ENPARD-ის პროექტის ფარგლებში  „საბუდარამ“  საჩეკი ინკუბატორი შეიძინა. საკუთარი სახსრებით კი ინკუბატორისა და წიწილების გამოსაზრდელი შენობა-ნაგებობა  მოაწყო.

ქათმის გამოჩეკა და ჯანსაღად გამოზრდა სირთულეებს უკავშირდება, თუმცა სარეალიზაციო შესაძლებლობები დიდია. კოოპერატივი შეკვეთებს იღებს, როგორც მიმდებარე  სოფლების  მაცხოვრებლებისგან ასევე  მიმდებარე ქალაქების  ბაზრების ბითუმად მოვაჭრეებისაგან.

კოოპერატივის  სურვილია საკუთარი ფერმა ჰქონდეს, რომლის წარმატებულად ფუნქციონირებისა და გაფართოების შემთხვევაში  დამატებითი სამუშო ადგილებიც შეიქმნება.

„გვინდა, რომ ბევრს მივაღწიოთ და ბევრ ადამიანს გავუჩინოთ ლუკმაპური, ვეცდებით რომ ისე გავაფართოვოთ  ბიზნესი , რომ სხვამაც იგივე გააკეთოს და  სოფელი გაძლიერდეს. ამისათვის  დიდი მონდომებაა საჭირო“.

სრულად ჩვენება მაჩვენე ნაკლები
ჩარიცხული თანხები
  • ამირან ღავთაძე 25
  • ამირან ღავთაძე 25
  • 25
  • 25
  • ამირან ღავთაძე 25

კოოპერატივების პროდუქცია

კოოპერატივების პროდუქცია

კოოპერატივები

ENPARD პროგრამის ფარგლებში ქეამ ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერა გაუწია 50 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს გურიის, სამეგრელოსა და რაჭა-ლეჩხუმი & ქვემო სვანეთის რეგიონებში.