სახელი : ჭრელა
საჭიროა : 5000
ჩარიცხულია : 0

კოოპერატივი „ჭრელა“ ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხუტელში რძის გადამამუშავებელ ქარხანას ამუშავებს. სოფელი ამ სიახლეს დიდი სიხარულით შეხვდა. ახალ ტექნოლოგიას მთლიანად შეუძლია ადგილობრივი ფერმერების ცხოვრების შეცვლა, რადგან მათ საქმიანობას მეტი მასშტაბი და მნიშვნელობა ენიჭება.

„ჭრელას“ წევრები, სოფლის მაცხოვრებელი  სამი  მამაოს ინიციატივით ,კოოპერატივად 2015 წელს ჩამოყალიბდნენ , როდესაც ქეას და ევროკავშირის კოოპერატივების პროგრამის შესახებ შეიტყვეს. ახლა უკვე 14-ნი არიან და 150 სული საქონელი ჰყავთ.

რაიონში  რძის პროდუქტებზე დიდი მოთხოვნაა, რომლის მთლიანად დაკმაყოფილებაც რთულია. პროექტში მონაწილეობის მიღებამდე, კოოპერატივი საოჯახო პირობებში მუშაობდა და ვერ აწარმოებდა იმ რაოდენობის ყველს, რისი მოთხოვნაც რაიონში არსებობდა. 


ENPARD-ის პროექტის ფარგლებში   კოოპერატივ „ჭრელას“ რძის გადამამუშავებელი ხაზი გადაეცა. ხოლო ქარხნის აშენება კოოპერატივმა საკუთარი თანადაფინანსებით მოახერხა. ქარხანა ტონანახევარი  რძის წარმოებაზეა გათვლილი და სურსათის უვნებლობის ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს.

ქარხნის საშუალებით, „ჭრელას“ მეტი გასაქანი მიეცა. ყველის და სულგუნის წარმოებასთან ერთად, კოოპერატივი არტიზანული ყველის დამზადებას  და ნადუღის წარმოებას გეგმავს. კოოპერატივის საქმიანობით ბევრი მყიდველია დაინტერესებული და პროდუქციის მრავალფეროვნება მათ შემოსავალს მნიშვნელოვნად  გაზრდის.

გარდა ამისა, კოოპერატივს უფლება აქვს გადამუშავებული  რძის 30% მოსახლეობისგან ჩაიბაროს, ეს ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვისაც დიდი შვება იქნება.

კოოპერატივს კიდევ ბევრი გეგმა აქვს. „ჭრელას“ მთავარი მიზანია, წარმოება უფრო ფართომასშტაბიანი გახდეს, რაც სოფლის მოსახლეობა დიდ  სარგებელს მოუტანს. ამისთვის კი მხარდაჭერა ესაჭიროება, მათ შორის პირუტყვის რაოდენობრივი და ჯიშობრივი გაუმჯობესების საქმეში. არტიზანული ყველის დამზადება და სურსათის უვნებლობის სერტიფიკატის მინიჭება კი პროდუქციის ხარისხს და გაყიდვებს აამაღლებს. კოოპერატივის წევრებს აქვთ ცოდნა და განვითარების სურვილი. მხარდაჭერით და შესაბამისი რესურსებით უკეთ შეძლებენ მიაღწიონ დასახულ  მიზანს.

სრულად ჩვენება მაჩვენე ნაკლები
ჩარიცხული თანხები
  • ამირან ღავთაძე 25
  • ამირან ღავთაძე 25
  • 25
  • 25
  • ამირან ღავთაძე 25

კოოპერატივების პროდუქცია

კოოპერატივების პროდუქცია

კოოპერატივები

ENPARD პროგრამის ფარგლებში ქეამ ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერა გაუწია 50 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს გურიის, სამეგრელოსა და რაჭა-ლეჩხუმი & ქვემო სვანეთის რეგიონებში.