სახელი : ქულბაქი
საჭიროა : 50000
ჩარიცხულია : 0

კოოპერატივი „ქულბაქის“ უბრალო სატბორე მეურნეობა წარმატებულ ბიზნესად იქცა. ბუნებრივი რესურსების სწორი გამოყენებით, „ქულბაქმა“, რომელიც ლეჩხუმში მდებარეობს მოახერხა თავისი ტერიტორია განევითარებინა, მათ შორის ტურიზმის კუთხით. კოოპერატივი  კალმახს  ბუნებრივ პირობებში აწარმოებს და მასზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია.

„ქულბაქის “ წევრი ფერმერები  კალმახის მოშენებას  1989 წლიდან ეწეოდნენ, მაგრამ კოოპერატივად 2014 წელს ჩამოყალიბდნენ. ახლა „ქულბაქში“ 3 ქალბატონი და 2 მამაკაცია გაწევრიანებული. სანამ პროგრამაში მიიღებდნენ მონაწილეობას, ტბის ტერიტორია გასუფთავებას საჭიროებდა.  კოოეპრატივს საკმარისი ტექნიკა და საშუალება არ გააჩნდა. შემოდგომით უხვი ნალექის მოსვლის  დროს, ტერიტორია და მასთან მისასვლელი გზები იტბორებოდა. მწირი იყო თევზის რაოდენობა და მისი რეალიზაცია მხოლოდ ადგილობრივ მცირე ზომის  ბაზარზე ხდებოდა.

დღეს ქულბაქში შეცვლილი გარემო დაგხვდებათ. პროექტის  მხარდაჭერით, მთელი  ტერიტორიის გამოყენება მოხერხდა. გასუფთავდა ტბა, დაემატა  სადედე ტბორი,  სარეალიზაციო თევზებისთვის წონის მიხედვით დაყოფილი აუზები , ლიფსიტის გამოსაყვანი ინკუბატორი, კოოპერატივს თევზის დისტირბუციისათვის გადაეცა ორხიდიანი მანქანა.

დღეს უკვე ქულბაქისა და მისი ნატურალური კალმახის ამბავი არა მარტო რაიონში, არამედ ლეჩხუმის გარეთაც ცნობილია.

ქულბაქმა აგროტურიზმის მიმართულებითაც სერიოზული ნაბიჯები გადადგა. ამჟამად ტერიტორიაზე 2 სასტუმრო ფუნქციონირებს. მოწესრიგებულია კვების საკითხი.  ტურისტებისათვის  გამრთულია სათევზაო, ნავით და ცხენებით სასეირნო ინფრასტრუქტურა.

სრულად ჩვენება მაჩვენე ნაკლები
ჩარიცხული თანხები
  • ამირან ღავთაძე 25
  • ამირან ღავთაძე 25
  • 25
  • 25
  • ამირან ღავთაძე 25

კოოპერატივების პროდუქცია

კოოპერატივების პროდუქცია

კოოპერატივები

ENPARD პროგრამის ფარგლებში ქეამ ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერა გაუწია 50 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს გურიის, სამეგრელოსა და რაჭა-ლეჩხუმი & ქვემო სვანეთის რეგიონებში.